ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიუნხენის საპროტესტო აქციის გამო გერმანიის ელჩი დაიბარეს
ირანმა თეირანში გერმანიის ელჩი აქსელ დიტმანი „ანტიირანული საქმიანობის“ გამო დაიბარა, - ამის შესახებ Der Spiegel-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, ირანმა ელჩის გამოძახება გერმანიაში „ანტიირანული აქტივობებით“ და გერმანელი პოლიტიკოსების „დესტრუქციული“ პოზიციით ახსნა.
მიზეზი, სავარაუდოდ, მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია იყო. პოლიციის ცნობით, 14 თებერვალს გამართულ აქციას 250 000 ადამიანი დაესწრო.
პროტესტს სოლიდარობა რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა გამოუცხადა.
17 თებერვალს კი იტალიიდან ირანის ელჩის გაძევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ელჩის გაძევების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის პარლამენტის წევრმა მოჯტაბა ზარეიმ სესიის დროს ევროპელი ლიდერების, მათ შორის იტალიის პრეზიდენტის ფოტო დახია.