Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს?

როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს? - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.

როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს მათი განცხადებები დიპლომატიისა და შუამავლობის შესახებ, როდესაც ეს ომი მათ დაიწყეს და თავდასხმებს აგრძელებენ. აშშ-ის დიპლომატიას ვერავინ ენდობა“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აღნიშნავს, „აშშ-ის დიპლომატიასთან ურთიერთობის კატასტროფული გამოცდილება აქვს“.

„ცხრა თვის განმავლობაში 2-ჯერ დაგვესხნენ თავს, როდესაც ბირთვული საკითხის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ვიყავით. ეს დიპლომატიის ღალატია, და ეს არა ერთხელ, არამედ ორჯერ მოხდა“, - აღნიშნა მან.