Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ირანი მზადაა განიხილოს კომპრომისები აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად, თუ ამერიკელები მზად იქნებიან განიხილონ სანქციების მოხსნა

ირანი მზადაა განიხილოს კომპრომისები აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად, თუ ამერიკელები მზად იქნებიან განიხილონ სანქციების მოხსნა, - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჯიდ ტახთ-რავანჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახლა „ბურთი ამერიკის მოედანზეა, რათა დაამტკიცოს, რომ შეთანხმება ნამდვილად სურს“.

BBC წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები მოლაპარაკებების გაჭიანურებაში სწორედ ირანს ადანაშაულებენ, თუმცა ტახტ-რავანჩიმ აღნიშნა, რომ თეირანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

„თუ ისინი გულწრფელები იქნებიან, დარწმუნებული ვარ, შეთანხმებისკენ მიმავალ გზას დავადგებით. „ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი და ასევე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განვიხილოთ, თუ ისინი სანქციებზე საუბრისთვის მზად იქნებიან“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.