Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანო უნდა მოერიდოს ანგარიშების „პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებად“ გადაქცევას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი აცხადებს, რომ გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანომ თავი უნდა აარიდოს ტექნიკური ანგარიშების „პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებად“ გადაქცევას, თუ მას „სურს, დიპლომატიური გადაწყვეტის ნაწილი იყოს“.

ღარიბაბადიმ აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე  ზედამხედველობა დაკარგა არა ირანის მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობის გამო, არამედ თეირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო.

მან სააგენტო დაადანაშაულა აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგების გამოყენებაში, რათა თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ „ბუნდოვანება“ შეექმნა. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის წინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ წევრ სახელმწიფოებს გაუგზავნა ანგარიში, რომელშიც კვლავ მოუწოდა ირანს, სრულად განაახლოს ბირთვულ ობიექტებზე ინსპექტირება და სასწრაფოდ გააზიაროს ინფორმაცია თეირანის მაღალგამდიდრებული ურანის ბედის შესახებ.