1784925550
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანს მუქარის არ ეშინია!
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ზეწოლას არ დაემორჩილება.
მისივე თქმით, თეირანი განაგრძობს „ჰორმუზის სრუტეში საკუთარი უფლებების დაცვას“.
„ჩვენ გვაქვს პრინციპული პოლიტიკა და ჩვენს პრინციპულ პოლიტიკას განვაგრძობთ. ირანის ხალხის ინტერესების დაცვა, ირანის ხალხის უფლებების დაცვა და ირანის უფლებების დაცვა ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენი პრინციპებისა და მიზნების ნაწილია. ჩვენ მათ მივყვებით და არავის გვეშინია, არცერთი მუქარის წინაშე არ დავიხევთ უკან, ვიდრე ჩვენი მიზნები არ განხორციელდება და ირანის ხალხის სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აბას არაღჩის თქმით, ამჟამად ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შეტყობინებების გაცვლა ხდება.
View this post on Instagram