1770360459
უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს „გასული წლის მყარი მოგონებებით“ იწყებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დღეს, 6 თებერვალს, ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამასა და სხვა საკითხებზე აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ „ურთიერთპატივისცემას“ ითხოვს.
„ირანი დიპლომატიურ საქმიანობას ღია თვალებით და გასული წლის მყარი მოგონებებით იწყებს. ჩვენ კეთილი ნებით ვმოქმედებთ და მტკიცედ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“, - წერს აბას არაღჩი X-ზე.
„ვალდებულებები უნდა შესრულდეს. თანაბარი პოზიცია, ურთიერთპატივისცემა და ორმხრივი ინტერესი რიტორიკა არ არის — ისინი აუცილებელია და მდგრადი შეთანხმების საყრდენია“, - დასძინა მან.