1750589268
უცხოეთი
ირანის საგარეო მინისტრი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი 23 ივნისს მოსკოვში ჩავა და კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
არაღჩის ინფორმაციით, შშ-მა აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთა.
„მათ მხოლოდ მუქარისა და ძალის ენა ესმით“, - თქვა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.