ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, ისრაელის მიმართულებით დრონებისა და რაკეტების „პირველი ტალღა“ გაუშვეს
ირანის პარამილიტარულმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით დრონებისა და რაკეტების „პირველი ტალღა“ გაუშვეს.
ისრაელის სამხედრო ძალებმა ასევე გაავრცელეს გაფრთხილება, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
„ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით რაკეტები დამატებით გაუშვეს. საზოგადოებას მოეთხოვება, გააგრძელოს შიდა ფრონტის სარდლობის ინსტრუქციების დაცვა და დარჩეს დაცულ სივრცეებში ოფიციალურ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ჟურნალისტებმა იერუსალიმის თავზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს მას შემდეგ, რაც საჰაერო განგაში გაისმა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის, ევროკავშირის, ავსტრალიის, კანადისა და სხვათა მიერ ოფიციალურად კლასიფიცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.