Loading data...
ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა „წარუმატებლობისთვისაა განწირული“

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ირანის პორტებზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადა სპარსეთის ყურეში არსებულ პრობლემებს გაამწვავებს და დასახული მიზნების მისაღწევად უშედეგო იქნება. 

„საზღვაო ბლოკადის, ან შეზღუდვების დაწესების ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა პეზეშკიანმა.

მან დასძინა, რომ ასეთი ზომები „არა მხოლოდ ვერ გააძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას, არამედ სინამდვილეში დაძაბულობის წყაროა და სპარსეთის ყურეში მდგრადი სტაბილურობის დარღვევას გამოიწვევს“.