Loading data...
ირანის პრეზიდენტი: ირანი უარყოფს მუქარის ენას და არასდროს დაემორჩილება აშშ-ის „დაშინებას“

„ირანი უარყოფს მუქარის ენას და არასდროს დაემორჩილება აშშ-ის „დაშინებას“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ თავისი რწმენისა და პრინციპების საფუძველზე. ის არ დამორჩილებულა და არასდროს დაემორჩილება იძულებას. ისინი ლოგიკურად თუ დაგველაპარაკებიან, დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მუქარისა და დაშინების ენა არსად მიგვიყვანს“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

ფეზეშქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დაინტერესებულია სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით.

„რეგიონში ჩვენს ძმებთან რაიმე კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის სკოლები, საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა დაიბომბა რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ბაზებიდან და მათი სივრცის, ობიექტების გამოყენებით.

მოვუწოდებთ მუსლიმურ უმას ერთიანობისა და შეკავშირებისკენ რელიგიურ სწავლებებზე დაყრდნობით. გვჯერა, რომ სწორ, სამართლიან გზაზე სიარულის დროს, უთანხმოების საფუძველი აღარ დარჩება“, - დასძინა ირანის პრეზიდენტმა.