Loading data...
ირანის პრეზიდენტი: ირანი სრულმასშტაბიანი ომის პირობებში იმყოფება და მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა „სრულმასშტაბიანი ომის“ მდგომარეობაშია და აღიარა ირანში არსებული მძიმე ეკონომიკური პრობლემები, მაშინ როცა აშშ სანქციების გამკაცრებისთვის ემზადება.

„ჩვენ ბოდიშს ვიხდით ამ პრობლემების არსებობის გამო, რადგან სრულმასშტაბიანი ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოების ომის პირობებში აღმოვჩნდით. ირანის მთავრობა მთელი ძალით ცდილობს, ინფლაცია, საზოგადოებრივი პრობლემები, მოსახლეობის კეთილდღეობა, დასაქმება, ადამიანების მომავალი და მათი ცხოვრება ღირსებისა და სიამაყისკენ მიმართოს“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

მან, ასევე აღნიშნა, რომ ირანი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად წინააღმდეგობას აგრძელებს.