1788023246
უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის სანქციები ირანის ეკონომიკას აზიანებს
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აღიარებს, რომ აშშ-ის სანქციები ქვეყნის ეკონომიკას ზიანს აყენებს.
„ზოგი ამბობს, რომ სანქციებს საერთოდ არანაირი გავლენა არ აქვს. ასეთ ადამიანებს ნამდვილად არ ვიცი, რა ვუპასუხო. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ და უნდა შევეგუოთ ამ საომარ პირობებს“, - აღნიშნა ფეზეშკიანმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფეზეშკიანის განცხადებით, ბოლო თვეებში ირანის ექსპორტი და იმპორტი 25-35%-ით შემცირდა, რადგან აშშ ირანის პორტების წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას აგრძელებს.
ირანის პრეზიდენტი დასძენს, რომ ქვეყანაში ბენზინის ფასი უნდა გაიზარდოს, რათა ვაჭრობის შემცირებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი და ვარდნა გათვალისწინებული იყოს.