ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვას მხარი დაუჭირა - Newsweek-ი

ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვას მხარი დაუჭირა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ და ეროვნული უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
„პარლამენტმა მივიდა დასკვნამდე, რომ ჰორმუზის სრუტე უნდა დაიკეტოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესმა ეროვნულმა უშიშროების საბჭოს უნდა მიიღოს“, - განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომისიის წევრმა, რევოლუციის გვარდიის მეთაურმა, ისმაილ კოვსარიმ.
ირანის პარლამენტში კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა.
ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, მსოფლიოში ნავთობის გადაზიდვების 20% ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება.