ირანის პარლამენტის სპიკერი: თუ ორ კედელს ააშენებთ, ერთს ნიუ-იორკიდან დასავლეთ სანაპირომდე, მეორეს ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე, მთლიანი სიგრძე 7,755 კმ იქნება, რაც ირანის საზღვრებზე დაახლოებით 1,000 კმ-ით ნაკლებია, წარმატებებს გისურვებთ ასეთი საზღვრების მქონე ქვეყნის ბლოკირებაში
ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დასცინა ირანის ბლოკადის იდეას და ქვეყნის ვრცელ სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე მიუთითა.
„თუ ორ კედელს ააშენებთ, ერთს ნიუ-იორკიდან დასავლეთ სანაპირომდე და მეორეს ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე, მთლიანი სიგრძე 7,755 კმ იქნება, რაც ირანის საზღვრების მთლიან სიგრძეზე დაახლოებით 1,000 კმ-ით ნაკლებია. წარმატებებს გისურვებთ ასეთი საზღვრების მქონე ქვეყნის ბლოკირებაში.
P.S. [აშშ-ის თავდაცვის მდივან] პიტ ჰეგსეთისთვის: 1 კმ = 0,62 მილს“, - წერს ღალიბაფი X-ზე.
If you build two walls, one from NYC to the West Coast and another from LA to the East Coast, the total length will be 7,755 km, which is still about 1,000 km short of Iran’s total borders. Good luck blockading a country with those borders😁
— محمدباقر قالیباف | MB Ghalibaf (@mb_ghalibaf) April 30, 2026
P.S. For Pete Hegseth: 1 km = 0.62 mi pic.twitter.com/MKU2z2Sw5c