1786912107
უცხოეთი
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით
ირანის პარლამენტის სპიკერის ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებულ ომში ირანმა სრული გამარჯვება მოიპოვა.
„აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით“, - განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ღალიბაფმა შეაქო ირანელი ხალხი და მისი შეიარაღებული ძალები თავიანთი სიმტკიცისთვის და აღნიშნა, რომ მათ არა მხოლოდ წარმატებით დაამარცხეს აშშ და სიონისტური რეჟიმი, არამედ ჩაშალეს აგრესიული მტრების ოფიციალურად გამოცხადებული შეთქმულებები.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველივე დღიდან ქვეყნის დასაცავად ერთად დადგნენ სხვადასხვა მრწამსის და ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები.