ირანის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 200 ბავშვი დაიღუპა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ჰოსეინ კერმანპურმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია ირანში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ.
მისი თქმით, 200 ბავშვი დაიღუპა, რომელთაგან ყველაზე პატარა რვა თვის ჩვილია.
როგორც „ბიბისი“ წერს, ირანის ჯანდაცვის პრესსპიკერი ომის დაწყებიდან მოყოლებული დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ ზუსტ ციფრს არ ასახელებს.
მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 2000-ზე მეტი დაშავებული იმყოფება. დაშავებულთა შორის 552 ადამიანი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა ოთხი თვის ბავშვია.
ამასთან, მისივე თქმით, ირანის ჯანდაცვის 8 თანამშრომელი დაიღუპა და 30 დაშავდა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. ისრაელის განცხადებით, კი იერიში მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს.