1769796431
უცხოეთი
ირანის მაღალი თანამდებობის პირი: თეირანი არ მიიღებს ამერიკულ ულტიმატუმებს ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით
ირანის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა არ დათანხმდება აშშ-ის მოთხოვნას, შეაჩეროს ურანის გამდიდრება ან შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა.
ირანი აცხადებს, რომ ღიაა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ირანის მაღალჩინოსანმა განაცხადა: „ჩვენ არ გვსურს რაიმე სახის მოლაპარაკებებში ჩართვა, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული და შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კიდევ ერთი ომის საბაბად“.
ოფიციალური პირი აცხადებს, რომ თეირანი არ მიიღებს ამერიკულ ულტიმატუმებს მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით.
„თუ აშშ დარტყმას განახორციელებს, ირანს სხვა არჩევანი არ ექნება გარდა იმისა, რომ მის ხელთ არსებული რესურსი გამოიყენოს“, - აცხადებს ოფიციალური პირი.