1789841693
უცხოეთი
ირანის მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ მან შუამავლებს აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პირობები წაუყენა
ირანმა შუამავლებს აშშ-სთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ხელახლა ჩართვის პირობები გადასცა, - ამის შესახებ ირანის უსაფრთხოების საკითხებში ხელმძღვანელმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
„პირობები მოიცავს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, ირანის გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვას და საზღვაო ბლოკადის დასრულებას“, - აცხადებს რეზაი.
მისივე განცხადებით, კონსულტაციები კატარელ და პაკისტანელ შუამავლებთან კვლავ გრძელდება და თეირანი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პასუხს ელოდება.