1782040973
უცხოეთი
„ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ“ ჰორმუზის სრუტე დახურულად გამოაცხადა - Sky News
„ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ“ ჰორმუზის სრუტე დახურულად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ სრუტე კვლავ დახურულია, რაც აშშ-ის განცხადებას ეწინააღმდეგება.
Sky News-ის ცნობით, „რევოლუციის გვარდიის“ საზღვაო ძალებს არცერთი გემისთვის არ მიუციათ ჰორმუზის სრუტეში გავლის ნებართვა.
ჰორმუზის სრუტის ხელახლა დახურვის შესახებ ირანში გუშინ, 20 ივნისს განაცხადეს და ამ გადაწყვეტილებას ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი უწოდეს. თუმცა, მალევე, აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კომერციული გემები სრუტეში გადაადგილებას აგრძელებდნენ.