ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს - CNN
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა.
გუშაგთა კორპუსმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განსაზღვრა პირობები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა სრუტის გადასაკვეთად.
ყველა ტრანზიტისთვის საჭიროა ნებართვა. სამოქალაქო გემებს უფლება აქვთ გაიარონ მხოლოდ ირანის მიერ დანიშნული მარშრუტით, სამხედრო გემებს კი კვლავ ეკრძალებათ ტრანზიტი.
ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით ყველა კომერციული გემის მოძრაობა აღდგა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნილი იქნება“, - განაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ეს სტრატეგიული მარშრუტი, რომლის გავლით მსოფლიო ნავთობის და გაზის დაახლოებით 20%-ის ტრანსპორტირება ხდებოდა, დახურული იყო.