1772870536
უცხოეთი
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის სამხედრო ძალებს მოუთმენლად ველით
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის სამხედრო ძალებს მოუთმენლად ელოდებიან.
„ჩვენ მათ გამოჩენას ველოდებით. ჩვენი რჩევაა, რომ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკელებმა გაიხსენონ 1987 წელს ამერიკულ სუპერტანკერ Bridgeton-ზე გაჩენილი ხანძარი და ცოტა ხნის წინ მიზანში ამოღებული ნავთობტანკერები“, - განაცხადა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა ალი მოჰამედ ნაინიმ.