1787749079
უცხოეთი
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს
ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ ჩვენს პირობებს არ მიიღებს და არ დაუბრუნდება ომანთან მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ განაცხადა.
ჰოსეინ მოჰებიმ აღნიშნა, რომ „სპარსეთის ყურეში მტრის სამხედრო გემები არ იმყოფებიან“.
„თუ აშშ დაბრკოლებების შექმნას დაასრულებს და მემორანდუმის პირობებს დაუბრუნდება, მაშინ ჩვენ შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის გახსნას შევძლებთ. თუ შეერთებული შტატები არ მიიღებს ჩვენს პირობებს, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება“, - აღნიშნა მოჰებიმ.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერი დასძენს, რომ ჰორმუზის სრუტე „ირანის კონტროლის ქვეშ არის“.