Loading data...
ირანის ეკონომიკის მინისტრი: აშშ-ის სანქციებისთვის სრულად მზად ვართ

ირანის ეკონომიკის მინისტრის ალი მადანიზადეს განცხადებით, ირანი აშშ-ის სანქციებისთვის მზად არის.

„ჩვენ სრულად მზად ვართ აშშ-ის სანქციებისთვის, ისინი ვერ გადაკეტავენ ჩვენს ფინანსურ არტერიებს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, რათა გამოეცადათ ირანელი ხალხისა და ქვეყნის ოფიციალური პირების სიმტკიცე, მაგრამ ყოველ ჯერზე მარცხი განიცადეს“, - აღნიშნა ირანის ეკონომიკის მინისტრმა.

ირანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ირანის ხელისუფლება აშშ-ის ახალი სანქციებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

„ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით ამ გეგმებს. მთავრობა მზად არის და მზად იყო - ჩვენ გვაქვს ორწლიან პერიოდზე გათვლილი გეგმა ამ მოვლენების სამართავად“,- განაცხადა მადანიზადემ.