Loading data...
ირანის არმიის წარმომადგენელი: გემებს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს ემორჩილებიან, ჰორმუზის სრუტის გადაკვეთისას სირთულეები შეექმნებათ

ირანის არმიის წარმომადგენლის, მოჰამად აკრამინიას განცხადებით, ამიერიდან იმ ქვეყნების გემებს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს ემორჩილებიან, ჰორმუზის სრუტის გადაკვეთისას სირთულეები შეექმნებათ, აღნიშნულის შესახებ Times of Israel-ი Tasnim-ზე დაყრდნობით წერს.

ირანის პარლამენტის წევრების თქმით, ისინი ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე ირანის მართვას ოფიციალურად გააფორმებს. დოკუმენტი, ასევე, მოიცავს პუნქტებს, რომლებიც „მტრულად განწყობილი სახელმწიფოების“ გემებისთვის სრუტის გავლას აკრძალავს.