1784183780
უცხოეთი
ირანის არმიამ განაცხადა, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დრონით თავდასხმა განახორციელა
ირანის არმია აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ განაცხადა, რომ… მტრის აგრესიის საპასუხოდ, მან დრონების გამოყენებით დაბომბა იორდანიაში აშშ-ის სამხედროების საკომუნიკაციო სისტემები და საწვავის საწყობები“, - იტყობინება სახელმწიფო ტელევიზია IRIB.