ირანის არმიამ განაცხადა, რომ ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის ბაზებზე იერიში მიიტანა
ირანის არმია აცხადებს, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ბოლო იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და იორდანიაში რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ობიექტსა და ბაზას დრონებით შეუტია.
„დღეს დილით ბაჰრეინში, „ისას“ საჰაერო ბაზაზე საწვავის ავზები, დიდი აღჭურვილობის საწყობები, სილოსები და აშშ-ის ტერორისტული არმიის ძალების ყაზარმები არაშის კამიკაძე დრონების სამიზნე გახდა“, - ნათქვამია არმიის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა.
ბაჰრეინში სირენების ხმა გაისმა.
ირანის არმიამ ასევე განაცხადა, რომ დრონებით იორდანიასაც შეუტია, რომლის სამიზნეც „ალ-აზრაკის“ ბაზაზე „თვითმფრინავების ანგარები, ავიაციის ტექნიკური მომსახურების ანგარები და ყაზარმები“ გახდა.
იორდანიას დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თეირანი ამტკიცებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი ობიექტი, ან ბაზა, რომელსაც აშშ-ის სამხედროები ირანზე თავდასხმებისთვის იყენებენ, შურისძიების ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევა.
Just Now :🚀💥Several explosions rocked Sheikh Isa Air Base in #Bahrain. pic.twitter.com/daWo1kQkQG
— Mahalaxmi Ramanathan (@MahalaxmiRaman) July 24, 2026