Loading data...
ირანი: თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, რეგიონში არცერთი ინფრასტრუქტურა არ იქნება უსაფრთხო

ირანის მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი იმუქრება, რომ თუ მისი ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, რეგიონში არცერთი ინფრასტრუქტურა არ იქნება დაცული თავდასხმისგან, - იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.

„რეგიონში, სადაც ჩვენ ნავთობის გაყიდვა არ შეგვიძლია, ვერც სხვა ვერ გაყიდის ნავთობს, ან თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, არცერთი ინფრასტრუქტურა არ დარჩება უსაფრთხოდ“, - აცხადებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე.

ამასთან, ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა და ამის მაგალითად მისი განცხადებები ბირთვულ იარაღსა და სხვა საკითხებზე მოიყვანა.

„ამერიკელ ხალხს სიმართლე უნდა უთხრან“ - განაცხადა ჰოსეინ მოჰებმა და დასძინა, რომ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია ვერ აწარმოვა და რეგიონი უნდა დატოვოს.