ირანი ტრამპს ურჩევს, თუ შეთანხმების მიღწევა სურს, ტონი შეცვალოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს თავისი „უპატივცემულო და მიუღებელი ტონი“, თუ მას შეთანხმების მიღწევა სურს.
როგორც მან აღნიშნა, ირანელი ხალხი „მუქარასა და შეურაცხყოფას არ მიიღებს“.
„პრეზიდენტ ტრამპს თუ ნამდვილად სურს შეთანხმების მიღწევა, მან უარი უნდა თქვას უპატივცემულო და მიუღებელ ტონზე ირანის უზენაეს ლიდერთან, დიდებულ აიათოლა ხამენეისთან მიმართებით და შეწყვიტოს მისი მილიონობით გულწრფელი მიმდევრისთვის ტკივილის მიყენება“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც არაღჩი აცხადებს, ირანელების შეუპოვრობა კარგად არის გამოხატული ხალიჩებში, რომლებიც უამრავი საათის შრომისა და მოთმინების შედეგად იქმნება.
„ირანელების შეუპოვრობა კარგად არის გამოხატული ჩვენს ბრწყინვალე ხალიჩებში, რომლებიც უამრავი საათის შრომისა და მოთმინების შედეგად არის შექმნილი. თუმცა, როგორც ხალხი, ჩვენი ძირითადი წინაპირობა ძალიან მარტივი და პირდაპირია: ჩვენ ვიცით ჩვენი ფასი, ვაფასებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და არასდროს ვაძლევთ სხვას უფლებას, გადაწყვიტოს ჩვენი ბედი.
დიდებულმა და ძლიერმა ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს არანაირი არჩევანი არ ჰქონდა და იძულებული იყო „მამასთან“ გაქცევით თავი დაეღწია ჩვენი რაკეტებით განადგურებისგან. თუ ილუზიები უარეს შეცდომებამდე მოგვიყვანს, ირანი არ დააყოვნებს თავისი რეალური შესაძლებლობების გამჟღავნებას, რაც აუცილებლად ბოლოს მოუღებს ირანის ძალის შესახებ ნებისმიერ ილუზიას“, - წერს არაღჩი.
The complexity and tenacity of Iranians is famously known in our magnificent carpets, woven through countless hours of hard work and patience. But as a people, our basic premise is very simple and straightforward: we know our worth, value our independence, and never allow anyone…
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) June 27, 2025