1790414730
უცხოეთი
ირანი იმუქრება, რომ ახლო აღმოსავლეთში ავიამიმოსვლას პრობლემებს შეუქმნის, თუ მისი ავიაკომპანიების რეისები არ აღდგა
ირანი იმუქრება, რომ ახლო აღმოსავლეთში ავიამიმოსვლას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, თუ მის ავიაკომპანიებს ფრენის შესაძლებლობას არ მისცემენ. ირანული ავიაკომპანიების რეისები ამერიკული სანქციების გამოა შეზღუდული. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
„რეგიონში ფრენები ან ყველასთვის არის ღია, ან ყველასთვის დახურულია“, - დაწერა X-ში ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა მოჰამედ მაჰბერმა.
ირანულ ავიაკომპანიებს აშშ-ის სანქციების გამო ავიარეისების შესრულება რამდენიმე ქვეყანაში აეკრძალათ. ბოლოს ეს გადაწყვეტილება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ერაყში ამოქმედდა.