ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მუქარას პასუხობს
ირანის ხელისუფლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები ირანის ელექტროსადგურებზე მიიტანს იერიშს, ის ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ და სხვა ინფრასტრუქტურას დაარტყამს. CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ირანის ცენტრალური შტაბის წარმომადგენელმა ხათამ ალ-ანბიამ გააკეთა.
„თუ მტერი თავს დაესხმება ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რეგიონში არსებული აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გამტკნარების ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება“, - აცხადებს ალ-ანბია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი ორ დღეში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, შეერთებული შტატები ირანის ელექტროსადგურებს გაანადგურებს.
„თუ ირანი სრულად, მუქარის გარეშე, 48 საათის განმავლობაში არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით!“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.