Loading data...
ირანი აცხადებს, რომ პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით აშშ-ს ომის დასრულების შესახებ თავისი უახლესი წინადადება გაუგზავნა

ირანმა პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით შეერთებულ შტატებს ომის დასრულების შესახებ განახლებული წინადადებები წარუდგინა. ამის შესახებ ირანის სამთავრობო სააგენტო IRNA იტყობინება.

მედიის ცნობით, ირანმა წინადადებები 30 აპრილს წარადგინა. გეგმის შინაარსი ჯერ არ გახმაურებულა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ აშშ-ისთვის შეთავაზებული განახლებული სამშვიდობო წინადადება შესაძლოა, დღეს გამოქვეყნდეს. ეს ხდება ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების ფაქტობრივი შეჩერებისა და აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის ფონზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენტაგონის ოფიციალური პირებისგან ირანთან დაკავშირებით განახლებული სამხედრო ვარიანტების მოსმენას აპირებს. ამ ანგარიშის მომზადება მიუთითებს, რომ ტრამპი სერიოზულად განიხილავს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლებას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოყმანობს, თუ რომელი სტრატეგია გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ - მიმართოს სამხედრო დარტყმების ახალ სერიას, თუ ეკონომიკური სანქციების გაძლიერებით აიძულოს თეირანი, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს.