Loading data...
ირანი აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც გაყინულ აქტივებს კომპენსაციის სახით მიიღებს, ჰორმუზის სრუტით გადაადგილებას ვერ შეძლებს

ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის ცნობით, ნებისმიერი კომპანია ან ქვეყანა, რომელიც დაზიანებული გემებისთვის კომპენსაციის სახით ირანის გაყინულ აქტივებს მიიღებს, ჰორმუზის სრუტით გადაადგილებას ვეღარ შეძლებს.

სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა ებრაჰიმ ზოლფაყარიმ, უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც, სპარსეთის ყურეში ირანის მიერ დაზიანებული გემების მფლობელებს კომპენსაცია ირანის გაყინული აქტივებიდან გადაეცემათ.