Loading data...
ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად ჩათვლის

ირანი მის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად ჩათვლის. როგორც Reuters წერს, ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, მაღალჩინოსანი ამერიკული ავიამზიდების ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას გამოეხმაურა.

„ვიმედოვნებთ, ეს რეალური კონფრონტაციისთვის არ არის გამიზნული, თუმცა ჩვენი არმია ყველაზე უარესი სცენარისთვის არის მზად. ამიტომ ირანში ყველაფერი მაღალ დონეზეა მზადყოფნაში“, – განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, „ამერიკელები თუ ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ, ირანი ამას უპასუხებს“.

„ამჯერად ნებისმიერი სახის თავდასხმას, როგორიც არ უნდა უწოდონ მას, შეზღუდული, კინეტიკური თუ სხვა, ჩვენ სრულმასშტაბიან ომად ჩავთვლით და მკაცრ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.