Loading data...
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის ბაზას რაკეტებით შეუტია

ირანის არმია აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის ბაზას რაკეტებით შეუტია. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. 

„არმიის სახმელეთო ძალებმა ქუვეითში, არიფჯანის ბაზაზე განლაგებული აშშ-ის ტერორისტული არმიის HIMARS-ის სარაკეტო სისტემები მიწა-მიწა ტიპის რაკეტებით დაბომბეს“, - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

„HIMARS-ი არის მობილური სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია სწრაფად გადაადგილება სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ, დამიზნებისას ზიანს აყენებს შეტევით და თავდაცვით ფენებს და ამცირებს მოწინააღმდეგის სარაკეტო ძალას აგრესიული დანაშაულების დროს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ქუვეითის სამხრეთით მდებარე კემპ არიფჯანზე აშშ-ის საჰაერო ძალების, საზღვაო ფლოტის, საზღვაო ქვეითთა ​​​​კორპუსის და სანაპირო დაცვის ელემენტებია განთავსებული.