Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთს თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობა სთხოვა

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობა სთხოვა.

„სწორედ ამერიკელები ესაუბრნენ ბატონ პუტინს მოსკოვში ვიზიტის დროს და სთხოვეს მას ირანთან საუბარი, ირანი მათთან პირდაპირ საუბარს დათანხმებოდა“, - აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და მოლაპარაკებების განსაახლებლად აშშ-მა ირანის შვიდი პირობა უნდა შეასრულოს.