ირანი აცხადებს, რომ აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს დაესხნენ თავს
ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის მარკაზის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალებმა განახორციელეს და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღების გამო არავინ დაშავებულა.
ირანის ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ხონდაბის მძიმე წყლის კომპლექსს აშშ-ისრაელის ძალებმა შეუტიეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ირანში მეორე ბირთვული ობიექტი დაბომბეს ჩრდილოეთში მდებარე პირველი რეაქტორის დარტყმიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში.
„ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, იაზდში მდებარე ურანის ქარხანაზე იერიში მიიტანეს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მიუხედავად, რადიოაქტიური მასალის გავრცელება არ მომხდარა.