ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვულ მოლაპარაკებების 7 დღეში განახლებას სთავაზობს
„ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების 7 დღეში განახლების წინადადება წარადგინა - იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ირანულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს და დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელიც ლიბანსაც მოიცავს“, - ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იტყობინება, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ეს წინადადება 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დახურულ შეხვედრაზე დეტალურად წარადგინა.
„ქვინსის ინსტიტუტის“ ანალიტიკური ცენტრის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ტრიტა პარსის განცხადებით, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, არაღჩიმ მიანიშნა, რომ სწრაფი შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ დაეხმარება.
„ტრამპი თუ ჩათვლის, რომ ეს შეთანხმება მოგებიანია, შუალედურ არჩევნებამდე პოლიტიკურ სარგებელს მოიტანს და საწვავის ფასებს შეამცირებს, შესაძლოა, ისეთი მოქნილობა ვიხილოთ, როგორიც წინა კვირებში არ შეინიშნებოდა“, – განაცხადა ტრიტა პარსიმ.