Loading data...
ირანი აშშ-ს აფრთხილებს - „ირანის პასუხი უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“

„ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, მისი მასშტაბები მხოლოდ დასავლეთ აზიით არ შემოიფარგლება“, - ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, არმიის გენერალმა მოჰამედ აკრამინიამ განაცხადა. 

გენერლის თქმით, შეერთებულ შტატებთან ახალი შესაძლო ომი, შეიძლება წინა კონფლიქტზე დიდხანს გაგრძელდეს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ომის დასრულების ან პირობების განსაზღვრას ვერ შეძლებს.

გენერალი აცხადებს, რომ ირანის პასუხი აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში იქნება უფრო გამანადგურებელი და მასშტაბური, ვიდრე სხვა კონფლიქტების დროს იყო. 

„ახალი სამხედრო ავანტიურის დაწყების შემთხვევაში, აშშ-ის ობიექტები, პერსონალი და ინტერესები, შესაძლოა, სამიზნედ იქცეს ყველგან“, - განაცხადა გენერალმა.