1752175654
უცხოეთი
ირანი აღიარებს ფრანგი ველოსიპედისტის დაპატიმრებას და აცხადებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგულ გაზეთ „ლე მონდს“ განუცხადა, რომ ირანში დააკავეს 18 წლის ფრანგ-გერმანელი ველოსიპედისტი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან ირანში დაკარგული იყო.
„ის დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს და მისი მდგომარეობის შესახებ ოფიციალური შეტყობინება საფრანგეთის საელჩოს გაეგზავნა“, - განაცხადა აბას არაღჩიმ დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კონტაქტზეა ირანის ხელისუფლებასთან და დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.