1777487153
უცხოეთი
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი: IRGC-ის საზღვაო ძალები აშშ-ის ნებისმიერ ახალ აგრესიას მოულოდნელი ტაქტიკით დაუპირისპირდებიან
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მოადგილე მოჰამად აკბარზადე აცხადებს, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალები აშშ-ის ნებისმიერ ახალ აგრესიას „მოულოდნელი ტაქტიკით“ დაუპირისპირდებიან.
„აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ რაიმე ახალი სამხედრო ქმედების შემთხვევაში საზღვაო ძალები თავიანთ ახალ შესაძლებლობებს განათავსებენ და სამიზნეში ამოღების ახალი ტექნოლოგიებით აშშ-ის გემებს ცეცხლს წაუკიდებენ“, - განაცხადა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მოადგილემ.
ირანში აცხადებენ, რომ ომის მიმდინარეობის დროს დასავლეთ აზიის რეგიონის უზარმაზარ ტერიტორიაზე აშშ-ისა და ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ საპასუხო კონტრშეტევების, მინიმუმ, 100 ტალღა განხორციელდა.