1779181929
უცხოეთი
ირანელი პარლამენტარი: ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია
„ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია და ის თეირანის მფლობელობაში და მართვაში დარჩება“, - ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა.
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ ებრაჰიმ აზიზიმ, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს მიერ გავრცელებულ კომენტარში განაცხადა, რომ სრუტე „ ირანისთვის ყოვლისმომცველი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტია“.
ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ომის დაწყების შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა, სადაც მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის. ამ დროისათვის ენერგორესურსებით დატვირთული გემების უმეტესობა სრუტეში გავლას ვერ ახერხებს.