Loading data...
ირანელი მაღალჩინოსანი: ჰორმუზის სრუტე და სპარსეთის ყურე ტრამპის ბოდვითი პოსტებით არ იმართება!

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელის ებრაჰიმ აზიზის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.

„ჰორმუზის სრუტის ახალ საზღვაო რეჟიმში ამერიკის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება. ჰორმუზის სრუტე და სპარსეთის ყურე ტრამპის ბოდვითი პოსტებით არ იმართება! არავინ დაიჯერებს „დადანაშაულების თამაშის“ სცენარებს!“ - აცხადებს ებრაჰიმ აზიზი.