Loading data...
ირანელი გენერალი: რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ სასოწარკვეთამდე, დაღლილობამდე მიიყვანა

ირანელი გენერალი აბდულაჰი აცხადებს, რომ რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ „სასოწარკვეთამდე და დაღლილობამდე მიიყვანა, რამაც აიძულა ისინი მოეთხოვათ ცეცხლის შეწყვეტა“.

მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „მიწაზე არსებული ვითარების შესახებ მცდარი სურათი შექმნას“, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.

როგორც მედია წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, გაემგზავრება თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის.