1757874850
უცხოეთი
Ipsos: საფრანგეთის მოქმედ პრემიერს წინამორბედზე დაბალი რეიტინგი აქვს

„საფრანგეთის მოქმედ პრემიერს წინამორბედზე დაბალი რეიტინგი აქვს“, - მოწმობს სოციოლოგიური კვლევა, რომელიც „იპსოსმა“ ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, სებასტიან ლაკორნიუს მხარს რესპონდენტთა მხოლოდ 16% უჭერს, მის მიმართ ნეგატიურად გამოკითხულთა 40%-ია განწყობილი, 44% კი ამბობს, რომ მას საკმარისად არ იცნობს.
კატასტროფულად არის დაცემული საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგიც. მის მოღვაწეობას პოზიტიურად გამოკითხულთა მხოლოდ, 17% აფასებს.