1784802620
უცხოეთი
იორდანია აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ირანის სარაკეტო თავდასხმა მოიგერია
იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ირანმა 23 ივლისის დილას იორდანიის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლა, რომელთაგან სამი გაანეიტრალეს.
იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა „დღეს დილით სამი რაკეტა ჩამოაგდო, მეოთხე რაკეტა კი შორეულ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, - ნათქვამია შეიარაღებული ძალების განცხადებაში. ამავე ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.
ბაჰრეინში კი მოქალაქეებს მოუწოდეს, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და გაემართონ უახლოეს უსაფრთხო ადგილას“, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით სირენის ხმა გაისმა.