Loading data...
ინგლისში, მატარებელში 10 ადამიანი დანით დაჭრეს

ინგლისში, მატარებელში დანით მომხდარი თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მატარებელი დონკასტერიდან ლონდონში მიდიოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ცხრა ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება აქვს მიყენებული. ერთი მსუბუქად არის დაჭრილი.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა, ამ ეტაპზე პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმას არ უკავშირებს. ორი ადამიანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულების გადარჩენა სამაშველო სამსახურის და მედიკოსების ოპერატიული მოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი.