Loading data...
ინგლისში ხანძარმა საცხოვრებელი სახლები მოიცვა - დაშავებულია ორი ადამიანი

„ინგლისის დასავლეთ მიდლენდსის რეგიონში, ქალაქ სტურბრიჯში, ძლიერი ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky news-ი ავრცელებს

ადგილობრივი სამსახურების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად გოლფის მოედნის მიმდებარედ გაჩნდა და ძლიერი ქარისა და მშრალი პირობების ფონზე სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამო მოსახლეობას კარ-ფანჯრების დახურვისა და ტერიტორიისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

დასავლეთ მიდლენდსის მერმა რიჩარდ პარკერმა მოქალაქეებს მოუწოდა, საგანგებო სამსახურების მითითებებს დაემორჩილონ და ხანძრის ზონას მოერიდონ.

ცნობისთვის, სტიქია ქვეყანაში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას უკავშირდება - ლონდონის დასავლეთით 38 გრადუსი დაფიქსირდა, რაც წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ეს არის ბრიტანეთის ისტორიაში მეხუთე ყველაზე ცხელი დღე.