Loading data...
ინდურმა ავიაგამანადგურებელმა დუბაიში კატასტროფა განიცადა

ინდურმა ავიაგამანადგურებელმა, HAL Tejas-მა დუბაის ავიასალონზე, სადემონსტრაციო ფრენის დროს კატასტროფა განიცადა. პილოტო დაიღუპა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ინციდენტი ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, სადაც ავაისალონი, Dubai Airshow ტარდება. კატასტროფის შემდეგ ყველა მაყურებელი ევაკუირებული იყო, ხოლო ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მივიდნენ.

მე-19 საერთაშორისო ავიასალონი დუბაიში 17-21 ნოემბერს ტარდება. ის აეროკოსმოსური სფეროს წარმომადგენლებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა.