Loading data...
ინდონეზიის კუნძულ მადურასთან ბორანს ცეცხლი გაუჩნდა - სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად მიიჩნევა

ინდონეზიის კუნძულ მადურასთან ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 41 დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამძებრო-სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ბორანს 271 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გადაჰყავდა, რომელთაგან 225 გადარჩა. ამავე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ბორანი აღმოსავლეთ ჯავას პროვინციის სურაბაიადან სამხრეთ სულავესის ქალაქ მაკასარისკენ მიცურავდა. 

გაურკვეველია, თუ როგორ გაჩნდა ცეცხლი ბორანზე.