1788777552
უცხოეთი
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევამ საავიაციო კრიზისი გამოიწვია - გადადებულია 2 000-ზე მეტი რეისი
„ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, აეროპორტების მუშაობა უკვე მეორე დღეა შეჩერებულია, ფრენების უსაფრთხოების მიზნით 2 000-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა“, - ამის შესახებ BBC ავრცელებს.
შექმნილი ვითარების გამო შეფერხება 270 000-მდე მგზავრს შეეხო.
ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება და აეროპორტები სიტუაციას უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებენ, მგზავრებს კი მოუწოდებენ, აეროპორტში გამგზავრებამდე ფრენის სტატუსი წინასწარ გადაამოწმონ.
ასევე, რეგიონის სკოლებში სწავლება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და ნაწილობრივ შეფერხდა საზღვაო ნაოსნობა.
ცნობისთვის, ჯაკარტიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე ვულკან ანაკ-კრაკატაუს ამოფრქვევა 4 სექტემბერს გვიან ღამით დაიწყო. ვულკანი სეისმურად აქტიური რჩება.